საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს გოლი გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიში გახსნა - 1:0.
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი, თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყო.
მატჩში ამ წუთებში 15 წუთიანი შესვენებაა გამოცხადებული.
შეგახსნებთ, რომ მატჩს სტადიონზე გულშემატკივრის 30% ესწრება. გარდა ამისა, ბილეთების მფლობელებს დღეს ე.წ. კომენდანტი საათიც არ შეეხება და მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს.