კვიპროსში კორონავირუსის დელტა და ომიკრონ შტამების გაერთიანებული ვარიანტი - დელტაკრონი აღმოაჩინეს. ამაზე კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა, ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლეონდიოს კოსტრიკისიმ ისაუბრა.
"ამჟამად არის ომიკრონისა და დელტას ერთობლივი ინფექციები. ჩვენ აღმოვაჩინეთ შტამი, რომელიც ამ ორის კომბინაციაა", - ამბობს ის.
მეცნიერებმა კვიპროსში დელტაკრონის 25 შემთხვევა გამოავლინეს.