logo
ENG



კვირიკაშვილი: ოცნების 14 ნოემბერი პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილებაა

14 ნოე 201922:58
3 წუთის საკითხავი
 
53ecatxep10nyl2.jpg

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო რაციონალიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილებაა.

„ქართული ოცნების" 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა," - წერს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს, ამავე დროს „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა. ისინი უკვე შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციის მონაწილეებს.

 


close დახურვა