logo
ENG



კვირიკაშვილი არჩევნებზე: ქართული ოცნების სიხარბე, შესაძლოა, ქვეყანას ძვირად დაუჯდეს

01 ნოე 202017:12
3 წუთის საკითხავი
 
bb3efyl0gkadubz.jpg

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც.

კვირიკაშვილის თქმით, არჩევნების პროცესში მმართველი გუნდის ქმედება სახიფათო შედეგის მომტანია.

"როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ - ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში - გარდაუვალად", - წერს ყოფილი პრემიერი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% -  3 726 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07% 

ევროპული საქართველო - 3,79%; 

პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

ლელო - 3,18%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

გირჩი - 2,92%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

ლეიბორისტული პარტია - 1%

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. 


close დახურვა