logo
ENG



კიდევ ერთი მშენებლობა სარეკრეაციო ზონაში - თემქაზე საპროტესტო აქცია გაიმართა

16 თებ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

თემქაზე სარეკრეაციო ზონაში მშენებლობას აპროტესტებენ. ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლებმა მშენებლობის ნებართვის გაცემა გააპროტესტეს. ისინი აცხადებენ, რომ განაშენიანების გეგმის მიხედვით, ადგილზე მშენებლობის დაწყება არ შეიძლება, თუმცა დედაქალაქის მერიამ ნებართვის გაცემის დროს ძველი დოკუმენტით იხელმძღვანელა და ნებართვა გასცა.

„ქალაქის მერიამ გასცა ნებართვა ტერიტორიაზე, რომელიც არის სარეკრეაციო ზონა. აქ, წესით, მშენებლობის ნებართვის გაცემა არ შეიძლება, თუმცა ძველი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცა. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ აღარ გვექნება მზე, გზისგამტარიანობა, სახანძრო უსაფრთხოება განადგურდება, არ იქნება სივრცეები, სადაც შეიძლება ადამიანებმა დაისვენონ. გარდა ამისა, აქ მიწის მოჭრა გამოიწვევს მეწყრულ პროცესებს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, ეს დედაქალაქში არსებულ სარეკრეაციო ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი შემთხვევა არ არის. ამავე საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა აქციები იმართება ვარკეთილშიც, სადაც ადგილობრივები „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობა უკანონოა და „ანას ბაღს“ საფრთხეს უქმნის. მოქალაქეების საპასუხოდ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის დაცვით გაიცა. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, მერი ირწმუნება, რომ „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება.

 


close დახურვა