logo
ENG



კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ის უდანაშაულოა - დღეს რურუას სასამართლო პროცესი გაგრძელდება

01 ივნ 202009:29
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე გამომძიებელს ზურაბ ბერუაშვილს და ექსპერტებს დაკითხავენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება რომ რურუა პოლიტიკურიპატიმარია. ადვოკატი დიმიტრის საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ მას იარაღი პოლიციელებმა იმის გამო ჩაუდეს, რომ  ის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილეა.

„გაგრძელდება გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები - ამ საქმის გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი და ასევე, ორი ექსპერტი. დარწმუნებული ვართ, ამ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება გიორგი რურუას უდანაშაულობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, პოლიციელების მიერ დანაშაულის ჩადენა და მისთვის იარაღის ჩადება. გიორგი რურუა ციხეში არის იმისთვის, რომ არის „მთავარი არხის“ მეწილე და მონაწილეობას ირებდა ანტისაოკუპაციო აქციებში“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 


close დახურვა