რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბალისტიკურ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადეს.
თავდასხმის შედეგად რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი და სხვა შენობები, ხანძარი გაჩნდა ავტომობილებსა და საწყობებში. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
