კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა. უკრაინის დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა კიდევ ერთი ქალი.
თავდასხმის შედეგად ასევე 4 ადამიანი დაშავდა. ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი და ნგრევა დაფიქსირდა.
თავდაპირველად ცნობილი იყო ერთი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ.
