კიევთან ახლოს ბიზნესმენ იგორ სალოს მანქანა ააფეთქეს. დაღუპულია მისი მცველი, თავად კი მძიმედაა დაშავებული. გავრცელებული ცნობით, მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გამვლელი მოტოციკლიდან დააგდეს. აფეთქების შედეგად გამვლელი სამარშრუტო ტაქსის მგზავრებიც დაშავდნენ. გამოძიებას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს. ადგილობრივი მედია სალოს რეკეტსა და შეკვეთილ მკვლელობებში კავშირზე წერს.