logo
ENG



კიევის სასამართლომ რუს სამხედროს უვადო პატიმრობა 15-წლით შეუცვალა

29 ივლ 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/yvos4t0p8hb8bri.jpg

კიევის სააპელაციო სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, რომელიც სუმის ოლქში მოქალაქის მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული, სასჯელი შეუმსუბუქა. უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მას 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

21 წლის სერჟანტი შიშიმარინი გახდა პირველი რუსი სამხედრო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარსდგა.

23 მაისს კიევის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შიშიმარინმა განაჩენი გაასაჩივრა.

რუსი ჯარისკაცი სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო გაასამართლეს. 

სამხედრომ აღიარა, რომ მოქალაქე მოკლა, თუმცა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბრძანების მიხედვით მოქმედებდა და მოკლულის მეუღლისგან პატიება ითხოვა.

შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.

შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს. 

იგი ამბობსრომ სროლა მას პრაპორშჩიკმა და მისთვის უცნობმა პირმა უბრძანეს, რომელიც მასთად ერთად მანქანაში იყვნენ. 


close დახურვა