კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 31 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.
მათ შორის, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ობიექტი გახდა ბავშვთა საავადმყოფო უკრაინაში.