კიევსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
"პეჩერსკის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, [რაკეტები] ორ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და სამაშველო ჯგუფები", - წერს კლიჩკო.
კიევის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ დედაქალაქში ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო ადგილიდან, სადაც რუსული რაკეტები ჩამოვარდა.