აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის კონტრშეტევის გასაძლიერებლად 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადა.
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე კონტრშეტევაში პროგრესი დაჩქარდა. ახალი დახმარება ხელს შეუწყობს მისი შენარჩუნებასა და სამომავლო ბიძგების ჩამოყალიბებას", - განაცხადა მან დმიტრო კულებასთან შეხვედრის დროს.
CNN-ის ცნობით, ახალი პაკეტის ფარგლებში აშშ უკრაინას ხელახლა მიაწვდის იმ ტიპის იარაღებს, რომლებიც წარსულში უკვე გაუგზავნა. ამასთან, იქნება ურანის შემცველი საბრძოლო მასალა, რომელსაც კიევს პირველად მიაწვდიან - მათი გამოყენება შესაძლებელია აშშ-ის მიერ წარმოებული Abrams-ის ტანკებიდან, რომლებიც უკრაინაში, სავარაუდოდ, ამ შემოდგომაზე ჩავა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევს დღეს ეწვია. ბლინკენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთმა მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე. საჰაერო განგაში ბლინკენის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეწყდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა სამიზნე გაანადგურა.