logo
ENG



კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

25 ივნ 202315:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/25/zfmo6hlmlfbu3b1.jpg
Valentyn Ogirenko/Reuters

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 24 ივნისს რუსული რაკეტა სოლომიანსკის დასახლებაში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

მისი თქმით, რაკეტის ნაწილები კორპუსის ზედა სართულებს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, 9-ს კი პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

კლიჩკოს ცნობით, ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ და ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდას ცდილობენ.


close დახურვა