logo
ENG



კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დაიღუპა

29 აპრ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში 1 ადამიანი დაიღუპა. სარაკეტო თავდასხმას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ვერა გირიჩი ემსხვერპლა.

კლიჩკოს თქმით, მაშველებმა ცხედარი შევჩენკოვსკის რაიონში, იმ საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს, რომელსაც რაკეტა მოხვდა.

თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში კიევში იმყოფებოდა იმისთვის, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედროდა.

ზელენსკიმ რუსეთი გაეროს დამცირების მცდელობაში დაადანაშაულა, რუსეთს კი მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.  


close დახურვა