logo
ENG



კიევში რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

23 მარ 202223:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/r0ji7s4cx28pdzb.png

კიევში სროლის დროს The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა დაიღუპა.

გამოცემის ინფორმაციით, ბაულინა რედაქციის დავალებით კიევში, პოდოლსკის რაიონში ნანგრევებს იღებდა, რა დროსაც რუსეთის ახალი სარაკეტო სროლის ქვეშ მოექცა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, ამასთან დაიჭრა ბაულინას თანმხლები ორი პირი.

The Insider-ში მისვლამდე ოქსანა კორუფციასთან ბრძოლის ფონდში მუშაობდა. მას შემდეგ რაც ორგანიზაცია ექსტრემისტული დაჯგუფებების სიაში შეიყვანეს, ბაულინა იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა. კორესპონდენტის რანგში ის უკრაინაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა კიევიდან და ლვოვიდან.


close დახურვა