14 მარტს, გამთენიისას, 05:09 საათზე კიევში, ობოლონსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ კიბის ნაწილობრივ, 1-ლიდან მე-3 სართულამდე და სახლის ფასადის 1-ლიდან მე-9 სართულამდე განადგურება უცნობი ობიექტის დარტყმამ განაპირობა.
ცეცხლი გაჩნდა კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზეც. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ "როგორც ჩანს, მთვრალი ნაძირლები უბრალოდ მხიარულობდნენ სროლით".