logo
ENG



კიევში საჰაერო განგაშის გამო ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები თავშესაფარში ჩავიდნენ

29 აპრ 202301:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/29/zns6t4zzfkh98zw.jpg

კიევში საჰაერო განგაშის გამო ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს, პეტრ პაველსა და ზუზანა ჩაპუტოვას თავშესაფარში ჩასვლა მოუწიათ. ორი ქვეყნის ლიდერები სასტუმროს მიწისქვეშა ავტოსადგომზე აფარებდნენ თავს.

ფოტოებს რამდენიმე ჩეხური გამოცემა ავრცელებს.

პრეზიდენტებსა და მათ თანმხლებ პირებს თავშესაფარში ჩასვლა ორჯერ გაჟღერებულმა სირენამ აიძულა. საერთო ჯამში პაველმა და ჩაპუტივმა თავშესაფარში ერთი საათი გაატარეს.

იძულებითმა შეფერხებამ არია ჩეხეთის პრეზიდენტის დღის გეგმა, ამიტომ პაველმა დაგეგმილი შეხვედრა ყირიმელი თათრების წარმომადგენლებთან სწორედ იქ, ავტოსადგომზე გამართა.


close დახურვა