logo
ENG



კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

25 თებ 202206:29
3 წუთის საკითხავი
 

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები. 

გერაშენკო ტელეგრამის არხზე წერს, რომ თავად გაიგო ორი აფეთქების ხმა. 

ამავე გამოცემის ინფორმაციით, აფეთქებები ზედიზედ რამდენიმე წამის ინტერვალით გაისმა პარასკევს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით, 4:22 საათზე. კერძოდ, აფეთქებები ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის, გოლოსევსკის რაიონებში.

მოგვიანებით, ანტონ გერაშენკომ განმარტა, რომ აფეთქებები, რომლებიც კიევში გაისმა, ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის დარტყმები მტრის თვითმფრინავზე, ან უპილოტო საფრენ აპარატზე.

უკრაინის რადას დეპუტატის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს თქმით, კიევის საჰაერო თავდაცვამ ქალაქის თავზე ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდო.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევთან ახლოს ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი.

"ოპერატიული ინფორმაციით, მტრის საფრენი აპარატი ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო ძალებმა და ის ჩამოვარდა დარნიცკის რაიონში, დასახლებულ პუნქტთან", - თქვა ანტონ გერაშენკომ.


close დახურვა