logo
ENG



კითხვები გიორგი გვიმრაძის მისამართით

17 მარ 202320:31
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებრივი მაუწყებელი - როგორც რუსული პროპაგანდის სივრცე. არხის ახალი ამბების ბლოკის ხელმძღვანელი და საავტორო გადაცემის წამყვანი ეთერს ანტიდასავლური გზავნილებისთვის იყენებს. სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრი რეაგირებას მოითხოვს. ანტიდასავლური შინაარსის გზავნილებით ირღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ არხმა კვალიფიციური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. მენეჯმენტმა დღეს წამყვანი დაიცვა. მხარდაჭერის ხმა გაისმა ბორდიდან ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი წევრისგანაც. 

 


close დახურვა