რას ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების პოზიციიდან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი. სერგო შუბითიძის აღიარებაზე, ბოლო დღეებია საზოგადოებას პროკურატურა და მისი ადვოკატი ელაპარაკებიან. აყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, გამომძიებელი, რომელმაც სისტემა, საქმის შესაძლო ფალსიფიცირებაში ამხილა, შაბათის ფორმულამ კიდევ ერთხელ ჩაწერა. სერგო შუბითიძე მესამე ინტერვიუშიც იმას იმეორებს, რაც საზოგადოებას შაბათის ფორმულას ეთერით უამბო. ბოლო შეხვედრისას გამომძიებელი ამბობდა, რომ მას შეუთვალეს ბრალი ეღიარებინა და საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გაყალბების შესახებ იცრუა. გამომძიებლის მტკიცებით, გეგმა ასეთი იყო - ყველაფერი მის ფსიქიკურ მდგომარეობას უნდა დაჰბრალებოდა და ეთქვა, რომ პირველი ხმაურიანი ინტერვიუს დროს აფექტის მდგომარეობაში იყო.
კითხვები ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის საქმეში - შაბათის ფორმულა
01 ივლ 202321:45
3 წუთის საკითხავი