logo
ENG



კიკეთში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

17 სექ 202219:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/xpv3onruflvu7qf.jpg
ფორმულა

კიკეთში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, 1 კი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები თბილისში ნიუ ჰოსპიტალსის სამედიცინო დახმარების ცენტრში უკვე გადაიყვანეს. დაჭრილთა შორის 2 ქალია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმულასთან აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ის ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

close დახურვა