logo
ENG



კილაძე: პატრიოტთა ალიანსზე გვიკიჟინებენ და ბოკერია და ბურჯანაძე შეხმატკილებული საუბრობენ

09 მარ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რომელიც 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება და 40%-იან ჩამკეტ ბარიერს ითვალსიწინებს, უმრავლესობა განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ არჩევნებში 40%-ზე მეტს აიღებს. სოფო კილაძის თქმით, მმართელ გუნდს კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არ ექნება.

„ამ შეთანხმებით ყველაზე მოგებული დარჩა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან დიდი დრო და რესურსი დავხარჯეთ ამ კინკლაობაში. ამ პროცესში ჩვენ მოგვიწია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეწუხება, თუმცა მათი მადლობლები ვართ. დღეს ვითარება სხვაგვარია. ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ და დაჩი ბერაიამ განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი იყო სტაბილურობის შენარჩუნება და ამ მოდელით სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ "ქართული ოცნება" 40%-ზე მეტს მოიპოვებს არჩევნებში.

დარწმუნებული ვარ კოალიციური მთავრობის დღის წესრიგი არ დადგება. ღიმილისმომგვრელია „ოცნებას“ რომ უკიჟინებენ „პატრიოტთა ალიანსს“ ხელიც კი არ უნდა ჩამოართვასო და მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ბოკერია და ბურჯანაძე მშვენივრად შეხმატკილებურად საუბრობენ“, - განაცხადა კილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება.  გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს. 

close დახურვა