პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, კილიან მბაპეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მბაპე საფრანგეთი - ხორვატიის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
მათივე ცნობით, ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება.