ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხედრო წვრთნას დაესწრო. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ ფოტომასალა გაავრცელა, თუ როგორ აკვირდება კიმ ჩენ ინი საბრძოლო ფრენებს. სწავლება ფხენიანის მახლობლად, კალმას აეროპორტში მიმდინარეობს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, პილოტებმა უნდა შეძლონ, რომ მტერს ნებისმიერ პირობებში დაუპირისპირდნენ.
ოფიციალური ფხენიანი რამდენიმე დღის წინ დაიმუქრა, რომ შურს იძიებს, თუ აშშ მომავალ თვეს სამხრეთ კორეასთან დაგეგმილ ერთობლივ წვრთნას მაინც ჩაატარებს.