logo
ENG



კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

12 ივლ 202317:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/12/b3v8p3lmcekgdpz.jpg

კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ არსებობდა "რაღაც" კომისია, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება ჩემი შრომითი ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. რა კომისია? ვინ კომისია. კომისია, ცხადია არ არის საჯარო და კიდევ უფრო ცხადია, რომ მე არავინ დამკავშირებია/გამსაუბრებია. დახურულ კარს მიღმა და ჩემთან გასაუბრების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. ხალხო, გამოფხიზლდით და მიხვდებით ვისთან გვაქვს საქმე", - წერს აბდუშელიშვილი.

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება.


close დახურვა