logo
ENG



კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა

05 ივლ 202415:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/1azhp2ca4emknc9.jpg

მეფე ჩარლზ III-თან აუდიენციის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა.

მალევე დაუნინგ სტრიტზე პრემიერის რანგში მან პირველი მიმართვაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეფისგან მთავრობის ჩამოყალიბებაზე მისი შეთავაზება მიიღო.

გარდა ამისა, ახალმა პრემიერმა თავის წინამორბედს, რიში სუნაკს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მისი მიღწევები, როგორც პირველი ბრიტანელ-აზიელი პრემიერმინისტრისა, "არავის მიერ არ უნდა იყოს დაუფასებელი". სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ სუნაკმა მძიმე სამუშაო გასწია.

"იმისდა მიუხედავად, მიეცით ხმა ლეიბორისტულ პარტიას თუ არა - განსაკუთრებით თუ ეს არ გაგიკეთებიათ - პირდაპირ გეუბნებით, ჩემი მთავრობა თქვენს სამსახურში იქნება", - განაცხადა სტარმერმა დაუნინგ სტრიტზე.

61 წლის სერ კირ სტარმერი პარტიულ პოლიტიკაში საკმაოდ ახალია. თავისი პროფესიული კარიერა, როგორც ადვოკატმა 1990-იან წლებში დაიწყო, ხოლო 2008 წელს პროკურატურის დირექტორად დაინიშნა.

ლონდონის ჩრდილოეთით ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ის პირველად 2015 წელს აირჩიეს, ხოლო როდესაც 2019 წლის არჩევნები საკმაოდ წარუმატებელი იყო ლეიბორისტული პარტიისთვის, საკუთარ ოლქში მან მხარდაჭერის შენარჩუნება შეძლო. 2020 წელს კი პარტიის ლიდერი გახდა, როდესაც ჯერემი ჯორბინი პარტიიდან გარიცხეს.

 


close დახურვა