logo
ENG



კირბი: ოდესის პორტზე თავდასხმა ეწინააღმდეგება რუსეთის პირობას, რომ კეთილსინდისიერები არიან

26 ივლ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/26/oezgya3z00td0p0.jpg

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, "საკმაოდ დამაბნეველია", რომ მარცვლეულის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათში რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.

კირბიმ CNN-ს განუცხადა, რომ "ეს ეწინააღმდეგება იმას, რაზეც მათ ვალდებულება აიღეს - ყოფილიყვნენ შეთანხმების კეთილსინდისიერი მონაწილეები და გაეტანინებინათ მარცვლეული".

"გარკვეული მინიშნებები გვაქვს, რომ ისინი დანამდვილებით მიუახლოვდნენ მარცვლეულის რამდენიმე ტერმინალს - დააზიანეს თუ არა ეს ტერმინალები, ბრძოლის ზუსტი ზარალი არ გვინახავს. ამიტომაც, ძალიან, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით. სამწუხაროდ, რუსების ეს ადრეც გვინახავს - სირიის ომს რომ დავუბრუნდეთ, სადაც თავს ესხმოდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს, რომელიც სირიელი მოქალაქეებისთვისა და ლტოლვილებისთვის იყო განკუთვნილი.

უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ კიევისა და მოსკოვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. 

22 ივლისის შეთანხმებით, რუსეთმა პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

შეთანხმება გაერომ დაახასიათა, როგორც იმედის სხივი რამდენიმეთვიანი ომის პირობებში. 

უკრაინის არმიის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ 23 ივლისს, გამთენიისას ოდესის პორტში 2 ბომბი ჩამოვარდა, კიდევ 2 კი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თავდასხმა დაგმო და რუსეთი "საკვების კრიზისის სისტემატურ შექმნაში" დაადანაშაულა. 


close დახურვა