logo
ENG



კირბი: პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის საჩუქარი იქნება

09 დეკ 202312:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/09/ji9jtdxwrxtolgh.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისი თქმით, მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

"თუ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ. პუტინი ელის, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი ომის დაწყებიდანვე იმედოვნებდა მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი და NATO შეიძლებოდა დარჩენილიყო ერთიანი, რომ შეერთებულ შტატებს შეიძლებოდა საკმარისი ძალა ჰქონოდათ", - ამბობს კირბი.

ამასთან, კირბი აღნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.


close დახურვა