თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს.
"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და ბატონ პუტინს შეუძლია დაასრულოს ის დღეს, თავისი ჯარების ქვეყნიდან გაყვანით," - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
კირბის თქმით, მოლაპარაკების გზების პოვნა ომის დასასრულებლად ორივე მხარეს სჭირდება, მაგრამ როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამით არ დაინტერესებულა. მისი განცხადებით, ასობით ათასი რეზერვისტის გამოძახებით და პოლიტიკური ანექსიის მცდელობით, პუტინმა საპირისპირო აჩვენა.
4 სექტემბერს, თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ დღეს არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს. კირბის თქმით, უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის სურვილით გრძელდება. მისი აზრით, ეს არის ომი არა დასავლეთის ან შეერთებული შტატების, არამედ უკრაინის წინააღმდეგ და პუტინი ამ ომის გაგრძელებისთვის ყველაფერს აკეთებს.