აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.
კირბის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ისევ ცდილობს უკრაინელებს შიში ჩაუნერგოს და ზამთრის პირობებში ცხოვრება გაართულოს.
უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორი დისტანციური Patriot-ის იარაღი, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები რუსეთის რეგულარული მასიური საჰაერო თავდასხმებისგან.
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის არმიამ არაერთხელ განახორციელა მასიური დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე. 23 ნოემბერს, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა.