logo
ENG



კირთაძეს მიაჩნია, რომ მასზე თავდასხმა დაგეგმილი პროვოკაცია იყო

19 დეკ 202215:12
3 წუთის საკითხავი
clock 597

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს მიაჩნია, რომ მასზე თავდასხმა დაგეგმილი პროვოკაცია იყო. კირთაძეს თავს ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დაესხნენ.

"ის, რომ მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამითაა დაკავებული, ფაქტია. ინტერვიუს ვაძლევდი, ვსაუბრობდი მათ შორის ჩვენს შიდაპარტიულ არჩევნებზე და ასე მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ინტერვიუს ჩაშლა და შეურაცხყოფის მოყენება. ლაჩრულად, შორიდან კვერცხების სროლით სცადა, რომ რაღაც დაედგა.

ბათუმში ასეთი ადამიანების პოვნა უჭირდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. იპოვეს ადამიანი, რომელიც ზრდილობის ყველა ზღვარს გადავიდოდა და ამ ტიპის საქციელს ჩაიდენდა. მე მგონია, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. ლაჩრები იქცევიან ასე", - ამბობს კირთაძე ფორმულასთან.

უცნობმა პირმა კირთაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ მიაყენეს. თავს დაესხნენ ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.


close დახურვა