logo
ENG



კირილენკო: ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურებულია

05 იან 202310:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/7v10sjzdpotoae9.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, საომარი მოქმედებების შედეგად, ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურებულია.

"მტერი ძველ პოზიციებზე დაბრუნდა. ჩვენი დამცველები გაბედულად იცავენ ბახმუტს და მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქის 60%-ზე მეტი დანგრეულია. და არის მუდმივი შეტევები.

გუშინ, ქალაქ ბახმუტში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი ქალი დაიღუპა", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

4 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში კერძო სექტორს დაარტყეს.


close დახურვა