logo
ENG



კირილენკო: გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

19 დეკ 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/m8cvsd865zsmsyj.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 18 დეკემბერს, რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ბახმუტში და 1 ტორსკში.

რეგიონში კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა