logo
ENG



კირილენკო: გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

29 იან 202313:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/29/wek398li4mk7qer.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 28 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 კონსტანტინოვკაში და 1 ბახმუტში. რეგიონში კიდევ 17 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

28 იანვარს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს კონსტანტინოვკა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ მცირე 14 ადამიანი კი დაშავდა. რუსულმა ძალებმა S-300 რაკეტებით დაარტყეს ქალაქის საცხოვრებელ უბნებს. დაზიანდა 4 მაღალსართულიანი შენობა, სასტუმრო, ავტოფარეხები და მანქანები.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა