logo
ENG



კირილენკო: გუშინ რუსებმა დონეცკის რეგიონში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

22 ნოე 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/t15hvtdw0kp0x2v.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის რეგიონში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 21 ნოემბერს რუსებმა დონეცკის რეგიონში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტში, გეორგიივკაში, კურახოვოსა და პეტრივკაში. რეგიონში კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.

რუსები პასუხს აგებენ ჩვენს მიწაზე ჩადენილ ყველა დანაშაულზე!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა