logo
ENG



კირილენკო: ოთხი დეოკუპირებული სოფლიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

14 ივნ 202316:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/r2s5dytkvqwu72h.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ოთხი დეოკუპირებული სოფლიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის ოთხი დეოკუპირებული სოფლიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ახლა დეოკუპირებულია ბლაგოდატნოე, სტოროჟვოე, ნესკუჩნოე, მაკაროვკა.

ვოლნოვახის რაიონში ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლასთან ერთად აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მდგომარეობა სტაბილურია", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა თქვა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა 7 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.


close დახურვა