logo
ENG



კირილენკო დონეცკის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

06 ივლ 202214:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/06/8d7lhfnb1vw3zaw.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო რეგიონში დარჩენილ მაცხოვრებლებს უსაფრთხო ტერიტორიებზე ევაკუაციისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით რუსული ძალები აღმოსავლეთ ტერიტორიებს უახლოვდებიან.

"რუსეთმა დონეცკის რეგიონი ცხელ წერტილად გადააქცია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დარჩენა საშიშია. ყველას ევაკუაციისკენ მოვუწოდებ. ევაკუაცია სიცოცხლეს გადაარჩენს," - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, უკრაინელი დამცველები დონეცკის 45%-ს კვლავ აკონტროლებენ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები ახლა კრამატორსკისა და სლავიანსკისკის მიმართულებით არიან ორიენტირებული.


close დახურვა