დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონეცკის რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მზარდი რაოდენობა ევაკუაციისთვის მზადაა.
"მათი [მოსახლეობის] ევაკუირება როგორც ფრონტის ხაზის დასახლებებიდან, ისე ბახმუტიდან, სოლედარიდან და სლოვიანსკიდან ხდება," - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკო აღნიშნავს, რომ ევაკუაცია უკიდურესად საშიშია. მისი თქმით, დონეცკის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ვითარება უცვლელია და თითქმის ყოველდღე მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.
უკრაინის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში ბრძოლები გააქტიურდა. რუსული თავდასხმები ქალაქ სლოვიანსკიზე გაძლიერდა, ინტენსიური ბრძოლა კი აღმოსავლეთით მდებარე ქალაქისთვის, სევეროდონეცკისთვის მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს.