გლობალური აქციის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კიშინიოვში, კიევსა და ერევანში იკრიბებიან. მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის დედაქალაქებში აქციები ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება.
აქციებში 19 ქვეყნის 2 ქალაქია ჩართული და შეკრებები საქართველოს საელჩოებთან ან საკონსულოებთან არის დაგეგმილი. მისი ინიციატორები უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი არიან.
პარალელურად, რამდენიმე აქცია გაიმართება ქვეყნის მასშტაბითაც - როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, "სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის" აქციები 4 იანვარს, 18 საათზე შემდეგ ლოკაციებზე იქნება:
- თბილისი - მშვიდობის ხიდი
- ქუთაისი - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
- ბათუმი - თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9
- ზუგდიდი - ზუგდიდის იუსტიციის სახლთან
- ოზურგეთი - ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში).
თუმცა 3 იანვარს ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ 4 იანვარს კანცელარიასთან და შეკვეთილში შეიკრიბებიან - ამას პარტიაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სააკაშვილის გადარჩენის საკითხს "ინდივიდები გასახლეჩად იყენებენ".