logo
ENG


ხაბეიშვილი: 4 იანვარს შევიკრიბებით კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან
  • 723ნახვები

თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში, სადაც რუსი ოლიგარქის და ბოროტების გარეშე გველოდებიან. მსოფლიოს, მშვიდობის მტერი ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვალად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ  გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან. შესაბამისად, ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ სახელმწიფო კანცელარიასთან დედაქალაქში და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან. სახელმწიფო კანცელარიიდან ასევე გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლამდე.  ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ბოროტების წყარო საქართველოში, ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი არის ბიძინა ივანიშვილი და 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა