ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მთავარი წინაღობა ჯერ კიდევ დასაძლევია. რატომ ჩადგა ევროპის კარში - ოლიგარქი სანქცირებულ სასამართლო კლანთან ერთად, ამ კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს; ქვეყანამ ევროპისკენ სვლა შეანელოს და ყველა მეთოდით კურსი შეიცვალოს. რით ჰყავთ გამოჭერილი მოსამართლეები და რისი ეშინიათ მათ, ვისი სინდისიც ყველაზე სუფთა უნდა იყოს - ამ კითხვასაც აქვს პასუხი და ეს პასუხიც ერთია - დიდძალი ქონება რაც ბოლო წლებში, ანაზღაურებასთან შეუსაბამოდ რომ დააგროვეს. მიუხედავად იმისა რომ შაბათის ფორმულას არქივი - ძალიან ბევრ რეპორტაჟს ინახავს, სადაც ცხადად ჩანს რა ქონება მოიხვეჭა სასამართლო კლანმა, მიუხედავად არაერთი კრიტიკული ანგარიშისა, რომელიც მოსამართლეების დაუსაბუთებელ სიმდიდრეს ეხება - მურუსიძე-ჩინჩალაძის გუნდი - ერთხმად ამტკიცებს, რომ მათ კეთილსინდისიერებას წყალი არ გაუვა. სინამდვილეში რას იცავს სასამართლო კლანი და რატომ იცავს კლანს ხელისუფლება? დღეს, ჩვენს რეპორტაჟში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გაჩვენებთ, როგორ და რა გზებით გამდიდრდნენ კლანის ლიდერი მოსამართლეები, რადგან ოფიციალური შემოსავლები, ასეთი სიმდიდრის დასაგროვებლად ნამდვილად არ ეყოფოდათ.
კლანი სასამართლოში - შაბათის ფორმულა
30 მარ 202421:30
3 წუთის საკითხავი