logo
ENG



კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში ძლიერდება-ჯანეზაშვილი

10 მარ 202013:01
3 წუთის საკითხავი
 

"კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში ძლიერდება", - ასე აფასებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ შერჩევის პროცედურები დარღვევვებით მიმდინარეობს. საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, კლანში კანდიდატურა უკვე შერჩეულია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მხოლოდ ფორმალურად იმსჯელებს.

ასევე, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატები უკვე შერჩეულია და ეს კანდიდატები იქნებიან ან შალვა თადუმაძე, ან გიორგი მიქაუტაძე.

„ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ კონსულტაციების ფორმას, რომელიც დღეს გაიმართება უზენაეს სასამართლოში მოქმედ მოსამართლეებთან. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის დეკემბრის შემდგომ, როგორც კი მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეერჩია და წარედგინა კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტში, ეს არ გააკეთა და მან ამდენი ხნის განმავლობაში თავჯდომარის კანდიდატურა არ შეზთავაზა საქართველოს პარლამენტს. როგორც ჩანს უზნაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურის არჩევასთან დაკავშირებით საბჭო და ე.წ. კლანმა გადაწყვიტეს, რომ დალოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს ახალი მოსასმართლეებით დაკომპლექტებას“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იმას რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შესაძლოა შალვა თადუმაძე იყოს არ გამორიცხავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„სქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის“ წვრის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პროცესები დაჩქარებულად მიმდინარეობს, მისივე განცხადებით საბჭოს სურს, რომ გადაწყვეტილების მიღება მოკლე ვადებში მოხდეს, რათა კლანმა საბოლოო ჯამში მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს.

„მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი ბუნებრივზე უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობს, რაც ცხადია არის პრობლემური, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა და სჭიროა მეტი დიალოგი, მეტი ღიაობა და მეტი გახსნილობა. ხელოვნურად ინიცირებულ პროცესებს სამწუხაროდ შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სასამართლოს ავტორიტეტზე და მის მიმართ სანდოობა შეამციროს. საბჭოს სურს სწრაფად და მოლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ შეუშალოს ხელი ჩართულიბას, სწორედ იმიტომ რომ კლანმა საბოლოო ჯამში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება უფრო კომფორტულად მიიღოს“,-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტი ვაკანტურია 2018 წლის 2 აგვისტოს შემდგომ, მას შემდეგ,რაც ნინო გვენეტაძემ დატოვა ეს თანამდებობა. კონსულტაციები, რომელიც უნდა გაიმართოს მოსამართლეებდთან დღეს 14:00 საათზე არის ჩანიშნული უზენაეს სასამართლოში, ხოლო შემდეგ გაიმართება იუსტიციის საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ვის წარუდგენს იუსტიციის საბჭო პარლამენტში დასამტკიცებლად უზენაეს სასამართლოს კანდიდატურაზე.

 


close დახურვა