logo
ENG



კლინიკა: სპეციფიური PCR ტესტირებით ერთ ჩვილს აქვს კოვიდის ინდური შტამი, ერთს კი ბრიტანული

08 ივლ 202117:52
3 წუთის საკითხავი
 
კლინიკა: სპეციფიური PCR ტესტირებით ერთ ჩვილს აქვს კოვიდის ინდური შტამი, ერთს კი ბრიტანული

ციციშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, მათთან მოთავსებული სამი ჩვილიდან ერთ ბავშვს სპეციფიკური PCR ტესტირებით კორონავირუსის ინდური, დელტა შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს ბრიტანული, იგივე ალფა შტამი.

მაია ჩხაიძის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო პასუხები ცნობილი არაა.

„სპეციალური PCR ტესტირებითაა. სექვენირების საბოლოო პასუხები ჯერ არ არის ცნობილი. ამ სპეციფიური ტესტირებით ერთს აქვს დელტა, ინდური შტამი, მეორე კი ალფა ანუ ბრიტანული", - ამბობს მაია ჩხაიძე. 

 

 

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა.

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის სულ 373 728 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 5 415 პირი დაიღუპა.


close დახურვა