logo
ENG



კლინიკები გაკოტრების საფრთხის წინაშე

13 ივლ 202220:34
3 წუთის საკითხავი
 

კლინიკების ნაწილი გაკოტრების საფრთხის წინაშეა. სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ჯანდაცვის სამინისტროსგან 9 წლის წინ დადგენილი ტარიფების გადახედვას მოითხოვენ, მაგრამ როგორც ჩანს, მინისტრი სამედიცინო სექტორის არგუმენტების გაზიარებას არ აპირებს. მედიკოსების მტკიცებით, პაციენტის მომსახურებაში სახელმწიფო იმდენად მიზერულ თანხას იხდის, რომ მალე კლინიკების ნაწილი შესაძლოა, ზარალის გამო დაიხუროს. ჯანდაცვის სამინისტრო  სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს ე.წ. ი დი არ ჯი სისტემის დანერგვამდე არ გადახედავს. ეს არის სისტემა, რომელიც კლინიკებში არსებული მომსახურების ტარიფებიდან სამართლიან ფასს ითვლის. 


close დახურვა