მთავრობის გადაწყვეტილება სამშობიარო სახლებს უმძიმეს ვითარებაში აგდებს. თავად კლინიკების განმარტებით, დახურვის პირას მივიდნენ. მოქალაქეებს სამშობიარო დაფინანსება ეზრდებათ, მაგრამ ჩნდება პრობლემა სამედიცინო დაწესებულებისთვის.
"დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე და შავი ფული კლინიკებში - ესაა რისკები, რომელსაც სპეციალისტები ხედავენ. თანხა, რომლითაც სახელმწიფო მშობიარეებს აფინანსებს, მხოლოდ ხარჯებს ფარავს, ექიმების ხელფასებს კი ვერ სწვდება. დაფინანსების ფარგლებში გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის შესაძლებლობაც, მოქალაქეებს მორიგე ბრიგადა მოემსახურება.