logo
ENG



კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმარი ამ დრომდე არ დაუკავებიათ

02 ნოე 202309:40
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმარი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხეს პატიმრებმა კლინიკიდან გაქცევა და ასევე გამოიკითხნენ თუ არა პენიტენციური სამსახურისა და კლინიკის თანამშრომლები. პატიმრები კლინიკაში გამოკვლევაზე, ბადრაგის თანხლებით იმყოფებოდნენ.

ფორმულას ინფორმაციით, სამივე გაქცეული პატიმარი არასრულწლოვანია.

***

1 ნოემბერს, თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მან უარყო ინფორმაცია ბადრაგის გატაცების შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ გაქცეული პატიმრების დასაკავებლად. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

close დახურვა