logo
ENG



კლიჩკო: გუშინ ღამით, კიევის დაბომბვის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა

02 იან 202310:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/02/urljsswdvorlxbm.jpg

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გუშინ ღამით, უკრაინის დედაქალაქის დაბომბვის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა.

"გუშინ ღამით, დედაქალაქის დაბომბვის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ქალაქში ელექტროენერგიის  ავარიული გათიშვაა", - თქვა კიევის მერმა.

კლიჩკო ამბობს, რომ კიევში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვის გამო, ზოგიერთი გათბობის ობიექტი გამორთული იყო. მისი თქმით, პარალელურად, დედაქალაქის წყალმომარაგება რეგულარულად მიმდინარეობს.

გუშინ ღამით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 19 წლის ბიჭი დაშავდა, ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. უკრაინის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე 20 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.


close დახურვა