logo
ENG



კლიჩკო: წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლზე რაკეტის მოხვედრის შედეგად 3 პირი დაშავდა

25 თებ 202207:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/lgmhcagx7dt3web.jpg

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლზე რაკეტის ნაწილების მოხვედრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედაა. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. 

"სასწრაფოდ დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავს. ადგილზე ყველა სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სახლი იწვის, არის ჩამონგრევის საშიშროება", - წერს კლიჩკო.

კიევის თავზე ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის ნაწილები საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა. 

ადგილს ორი ნაწილი დაეცა, რომელიც კორპუსის პირველ და მეორე, ასევე მერვე და მეცხრე სართულებს მოხვდა. 

კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. მოგვიანებით რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ თქვა, რომ კიევის საჰაერო თავდაცვამ ქალაქის თავზე ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდო. გარდა ამისა, მისი განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევთან ახლოს ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა