logo
ENG



კლიჩკოს თქმით, უკრაინის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს

22 ოქტ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/b8r5420dztjwhux.jpg

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის Telegram-ზე ავრცელებს.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა, მადლობა ჩვენს დამცველებს. საჰაერო განგაში გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში, იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე", - წერს კლიჩკო.

დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე - რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა. აფეთქებები იყო ჩერკასის, ხმელნიცკის, კიევის, როვენსკისა და ვოლინსკის ოლქებში.


close დახურვა